საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ტოშიო კაიტანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ იაპონიის ელჩს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ტოშიო კაიტანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მომავალი ელჩის ბიოგრაფია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.