პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მმართველობის და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელს, ალექსანდრე სოკოლოვსკის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სტუმარს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესი და რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
ალექსანდრე სოკოლოვსკი საქართველოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესით დაინტერესდა.
USAID-ის მმართველობის და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს ამ მიმართულებით დახმარება აღუთქვა.
შეხვედრისას საუბარი დეცენტრალიზაციის რეფორმას შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კარგი იქნება, თუ რეფორმის განხორციელებაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩაერთვება და საქართველოს დახმარებას აღმოუჩენს.
„USAID-ს დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი პროექტების განხორციელებაში და საქართველოსაც დიდი სიამოვნებით დაეხმარება", განაცხადა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ.
ირაკლი კობახიძის USAID-ის მმართველობის და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.