ხონის გამგეობაში გამართულ თათბირზე რამდენიმე სოფლის გაზიფიცირებაზე, გზების აღდგენასა და საცხოვრებელი კორპუსების ფასადების კეთილმოწყობაზე იმსჯელეს
19-07-2017, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ხონში მიმდინრე ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების კეთილმოწყობა, სოფლების ივანდიდის, კონტუათისა და ნახახულევის გაზიფიცირება, ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები - ეს ის ძირითადი თემები იყო, რომლებზეც ხონის მუნიციპალიტეტის ოთხშაბათის ტრადიციულ თათბირზე იმსჯელეს.

 


გამგებელმა ჯემალ მებუკემ სამსახურების, აიპების ხელმძღვანელებისაგან და ადმინისტრაციული ერთეულებში წარმომადგენლებისაგან გასული კვირის ანგარიში მოისმინა.

 


საუბარი შეეხო სოფელ ღვედში მდებარე ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 37-ე კმ-ზე არსებულ სახიდე გადასასვლელის დაზიანებულ მონაკვეთს, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

 


ხონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და სამუშაოებს შპს ,,როსტვერკი,, აწარმოებს.

 


დღესვე, კინჩხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა სოფელ კინჩხაში, ტურისტულ ზონაში ნაგვის ურნების დამატების საკითხი დასვა.

 


თათბირის დასასრულს გამგებელმა განსაკუთრებული მითითებები ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და კომუნალურ სამსახურებს მისცა: „მიმდინარეობს ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ყველა სპეციალისტმა მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ და კომპეტენციის ფარგლებში მეთვალყურეობა და ზედამხედველობა გაუწიეთ პროცესს.

 

 

გარდა ამისა, ზაფხული ტურისტული სეზონი ჩვენ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და ვიზრუნით რომ სუფთად და ღირსეულად დავხვდეთ ყველა ვიზიტორსა თუ სტუმარს", განაცხადა ჯემალ მებუკემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი