ვიცე პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ჯანელიძე ფხალაძის განცხადებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დიპოლმატურ კორპუსს პარტიული დავალებები მისცა, უსაფუძვლოს უწოდებს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება „ამბასადორიალის" პოლიტიზება.
„ძალიან დასანანია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება სწორედ ამ საკითხის და, ზოგადად, "ამბასადორიალის" პოლიტიზება. მე კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ "ამბასადორიალის" ფარგლებში არსებობს შესაძლებლობა ყველა აზრის გამოხატვის და მოსმენის. ჩვენ ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების მოხსენებებზე, მათი პოზიციების გაცნობაზე და ა.შ. ამიტომ ეს განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და ემსახურება სწორედ ამ პროცესის პოლიტიზებას. მინდა მოვუწოდო დანარჩენ პირებს, რომლებიც ასევე გამოეხმაურნენ ამ უსაფუძვლო განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის სრულიად დეპოლიტიზებული. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასრულებს თავის მოვალეობას მსოფლიოს მასშტაბით და დღეს ჩვენ გვქონდა დიდი პატივი, გვემასპინძლა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, რომელმაც ძალიან მნიშვნელივანი რეფორმების შესახებ გააცნო ინფორმაცია ჩვენს დიპლომატებს, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა და ეს ინფორმაცია მოსმენილი პირველწყაროდან, კომისიის თავმჯდომარისგან იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი დიპლომატებისთვის", განაცხადა ჯანელიძემ.
მისი თქმით, ის, რომ დიპლომატიურ კორპუსს პარტიული დავალებები არ ეძლევა, დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანაბანაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.