ეკა ბესელია: ერთი კარგი ტრეინინგი არ აწყენდა ნამდვილად პრეზიდენტის ადმინისტრაციას
20-07-2017, 01:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ამბასადორიალის" პოლიტიზების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ურთიერთბრალდებებს ეხმაურება.

 

 

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, „პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბევრი ბოდიშის მოხდის ვალდებულება დაუგროვდა".

 

 

„ერთი კარგი ტრეინინგი არ აწყენდა ნამდვილად პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც უნდა იცნობდნენ საჯარო ეთიკას, უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათი მხრიდან ასეთ განცხადებები, რომელიც შეურაცხყოფს ინსტიტუციას, ეს ნიშნავს არა პარლამენტის თავმჯდომარის შეურაცხყოფას, არამედ შეურაცხყოფას საკუთარი ინსტიტუტის, რომელსაც წარმოადგენენ. ბევრი ბოდიშის მოხდის ვალდებულება დაუგროვდა ადმინისტრაციას და დროა ამაზე იფიქრონ,“ განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლმა, თენგიზ ფხალაძემ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვას „პარტიული დავალებების მიცემა“ უწოდა.


კობახიძემ „ამბასადორიალი 2017“-ის პანელში - „დემოკრატიული განვითარება“ მიიღო მონაწილეობა და საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის პროცესის, ასევე, დოკუმენტის შინაარსის შესახებ ისაუბრა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი