ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომელიც ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც იკავებს, მომავალ კვირას დაგეგმილი ვზიტის წინ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მილიარდერ ჯორჯ სოროსის მგმობელი განცხადება გაავრცელა.
როგორც „როიტერსი“ წერს, სოროსი, უნგრეთში დაბადებული ებრაელი, რომელმაც თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი პრო-დემოკრატიული და ადამიანის უფლებების ჯგუფების დაფინანსებას მოახმარა, არაერთხელ ყოფილა უნგრეთის მემარჯვენე-ფრთის მთავრობის სამიზნე, განსაკუთრებით მისი უფრო ღია საიმიგრაციო პოლიტიკის მხარდაჭერის გამო.
ბოლო შემთხვევაში, პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მხარი დაუჭირა კამპანიას, სადაც სოროსი გამოარჩიეს, როგორც სახელმწიფოს მტერი. „დაე არ მივცეთ სოროსს ბოლო გაცინების შანსი“, წერია 86 წლის ინვესტორის ფოტოთი გამოსახულ ბილბორდებზე. აღნიშნული კამპანია, როგორც ებრაული ჯგუფები და სხვები აცხადებენ, ანტი-სემიტიზმის გაღვივებას ემსახურება.
სოროსს, რომელიც იშვიათად პასუხობს მასზე პიროვნულ თავდასხმებს, ბილბორდებზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ უნგრულმა ებრაულმა ჯგუფებმა და „ჰუმან რაითს უოჩმა“, ორგანიზაციამ, რომელიც ნაწილობრივ სოროსის მიერ ფინანსდება, დაგმეს კამპანია, განაცხადეს რა, რომ ის „აღვიძებს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაცისტების პლაკატების ხსოვნას“.
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უნგრეთში, გამოსცა განცხადება, რომელშიც კიცხავს კამპანიას და ამბობს, რომ ის „აღვიძებს სევდიან ხსოვნას, მაგრამ ასევე აჩვენებს სიძულვილს და შიშს“ - აშკარა მოხსენიება უნგრეთის წილისა ჰოლოკოსტის დროს 500,000 ებრაელის დეპორტაციაში.
მაგრამ ელჩის მიერ აღნიშნული კომენტარიდან რამდენიმე საათში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათლად თქვა, რომ სოროსი კრიტიკის კანონიერი სამიზნე იყო.
„ელჩის განცხადება არც ერთ ვარიანტში არ ნიშნავდა ჯორჯ სოროსის კრიტიციზმის დელეგიტიმიზაციის მოხდენას, სოროსის, რომელიც შეუწყვეტლივ უთხრის ძირს ისრაელის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ემანუელ ნაჰშონმა და დაამატა, რომ სოროსი აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებიც ცილს სწამებენ ებრაულ სახელმწიფოს და ცდილობენ უარყონ მისი უფლება დაიცვას საკუთარი თავი“.
სოროსის „ღია საზოგადოებას“ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.