19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
20-07-2017, 01:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ელენე გოგუაძის განმარტებით, ბრალდებულთან მიმართებაში დაცვის უფლება არ დარღვეულა და სასამართლოში წარდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ადვოკატი მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც რობერტ ახალაიამ ბრალდებულის სტატუსი შეიძინა.

 

 

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაზე საუბრისას მოსამართლემ ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა.

 

 

„დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა", განაცხადა მოსამართლემ.

 

 

მისივე თქმით, სასამართლომ მხედველობაში მიმალვის, ხელახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებიც მიიღო.

 

 

თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მკვლელობა 16 ივლისს მოხდა. შსს-ს  ცნობით, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, რობერტ ახალაიამ ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები თავის მამიდაშვილს, ანა ხელაძეს მიაყენა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი