თავდაცვის მინისტრი „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა
20-07-2017, 03:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

„თავდაცვის რეფორმა და საქართველოს თავდაცვის სისტემის ნატოსთან თავსებადობა“ - ამ სახელწოდების მოხსენებით წარსდგა თავდაცვის მინისტრი დიპლომატებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე. სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის უწყების საგარეო პრიორიტეტებზე გაამახვილა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან მოხსენებაში ორი ასპექტი გამოყო: თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება და ქვეყნის მდგრადობის უზრუნველყოფა. თავდაცვის უწყების ხელმღვანელმა ნატოს ბუქარესტის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილა.

 

 

„საქართველო რჩება ერთგული ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების და განაგრძობს საერთაშორისო მისიებში სამშვიდობო კონტრიბუციას", განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს განსაკუთრებული ადგილი დაუთმო და თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა (GDRP) და საბრძოლო მზადყოფნის სასწავლო ცენტრის შესახებ ისაუბრა.

 

 

მინისტრმა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, შეკავების პოლიტიკაზე, თავდაცვის ბიუჯეტის სწორ გადანაწილებაზე, სამეზობლო პოლიტიკასა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. მან დიპლომატებს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებიც გააცნო. თავდაცვის მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დიპლომატების კითხვები რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს შეეხო. პანელზე - „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, თავდაცვის მინისტრთან ერთად, გამომსვლებებს შორის იყვნენ - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ასევე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა.

 

 

აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენელთა მოხსენებების მთავარი თემა ალიანსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიკა, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაცია და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია იყო.

 

 

პანელის მიმდინარეობას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ ოფიციალურად 18 ივლისს გაიხსნა და 21 ივლისს დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი