აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შსს-ს სასაზღვრო უწყების საქმიანობა დადებითად შეაფასა
20-07-2017, 06:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წელს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ტერორისტული საფრთხეებისა და მათ წინააღმდეგ ქმედებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შს სამინისტროს ცნობით, ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში ინტენსიურად იყო ჩართული და გლობალურ უსაფრთხოებაში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად დარჩა.

 

 

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მთლიანად გააუმჯობესა თავისი საზღვრის უსაფრთხოება, ნაწილობრივ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მიზნის მისაღწევად. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საქართველოს კონტროლის არარსებობა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და ქვეყნის რთული რელიეფი ზღუდავს მის შესაძლებლობას, დაიცვას საზღვრები.

 

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები იყენებენ კამერებს, ტერორისტების დაკვირვების სიებს და მგზავრთა მონაცემების წინაწარ ჩანაწერებს იმისათვის, რომ გამოვლენილ იქნას ტერორისტების პოტენციური გადაადგილება გამშვებ პუნქტებში;

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, გამშვებ პუნქტებში უფრო სრულყოფილი ბიომეტრული და ბიოგრაფიული შემოწმება და საეჭვო პირების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების იმპლემენტაცია გააძლიერებდა ამ შესაძლებლობებს.

 

 

დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველოს სანაპირო დაცვა უკეთესად არის აღჭურვილი, რათა განახორციელოს პატრულირება ქვეყნის საზღვაო საზღვრებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ხაზის გარდა.

 

 

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ტრანსსასაზღვრო ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის სამხრეთის მეზობლებისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) გაზიარება პოლიციის ატაშეების მეშვეობით, ასევე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სამუშაო დონის ურთიერთქმედებით", ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი