საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატებმა მოსკოვში, რუს კოლეგებთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს.
მათი თქმით, რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-სა და ევრაზიული კავშირის კომიტეტის თავმჯდომარეს ლეონიდ კალაშნიკოვს, დეპუტატებს, არტიომ კავინოვს, ყაზბეკ ტაისაევი, უმახან უმახანოს და სახელმწიფო დუმის აპარატის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდნენ.
მათივე თქმით, მოსკოვში შემდგომ ვიზიტს სექტემბერში გეგმავენ.
ფრაქციის წარმომადგენელმა, ადა მარშანიამ დაადასტურა, რომ რუსი კოლეგები საქართველოში დაპატიჟეს.
„თუკი გვინდა, ნამდვილი, სიცოცხლის მქონე ფორმატი ამუშავდეს, შეხვედრებს ხელშესახები შედეგი ჰქონდეს და არ იყოს დიალოგის ფორმალური ჯგუფი, რომელიც უსასრულოდ ისაუბრებს, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერს მიიღებს, რასაკვირველია ვიზიტიც უნდა განახორციელონ აქ, თბილისში და ჩვენც პერიოდულად და სისტემატურად ვივლით. შევეცდებით ჩვენი კოლეგების დარწმუნებას იმაში, რომ ეს აუცილებელია და დიალოგში ყველა ფრაქცია უნდა იყოს წარმოდგენილი. თავის მხრივ, დუმის დეპუტატმა ბატონმა კალაშნიკოვმა ბრძანა, რომ მას აქვს მანდატი სრულიად დუმის სახელით გვესაუბროს და ეს ძალიან კარგი ფაქტია. რამე ძვრა როგორ მოხდება, თუ დიალოგი არ შედგა?" აღნიშნა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.