საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს სამეკავშირეო ოფისში გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.
პედაგოგებთან შეხვედრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ისაუბრა და ამ თემებზე მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.
მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინართა ციკლი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება.
წელს სემინარს სპეციალურად პანკისის ხეობის სხვადასხვა სკოლის პედაგოგები დაესწრნენ.
„ორდღიანი სემინარის განმავლობაში მონაწილეები ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 600-მდე პედაგოგი გადამზადდა ნატოს, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის თემებზე. სემინარის მსვლელობისას პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს", აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.