ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი დმანისში იმყოფებოდა და არქეოლოგების მუშაობას გაეცნო. მისი დმანისის მუნიციპალიტეტში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„აქაურობა ფანტასტიკურია, იმიტომ, რომ აქ ხალხის თავშეყრის ადგილი იყო. აქ, ორი მდინარის შერწყმის ადგილას, აბრეშუმის გზაზე ათასობით, მეტიც, მილიონობით წლის განმავლობაში იყო კავშირების ადგილი. და ის აზრი, რომ აქ ადამიანი მილიონი წლის წინაც, ჰომო ერექტუსის პერიოდიდან სახლობდა, სრულიად გამაოგნებელია. ძალიან სასიამოვნოა იმის ხილვა, როგორ მუშაობენ ერთად სხვადასხვა სპეციალობის ქართველი, იტალიელი და ამერიკელი არქეოლოგები. ეს საოცარი ადგილია“, განაცხადა იან კელიმ, როგორც ამას აშშ-ის საელჩო იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.