„Linkin Park“-ის წამყვანი მომღერალი ჩესტერ ბენინგტონი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, განაცხადა ლოს ანჟელესის ოლქის ძალადობრივი მკვლელობისა და უეცარი სიკვდილის საქმეების გამომძიებელმა.
მისი თქმით, ბენინგტონმა აშკარაა, რომ თავი ჩამოიხჩო. მისი ცხედარი ოლქში ხუთშაბათს, კერძო სახლში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე აღმოაჩინეს.
როგორც BBC იუწყება, ბენინგტონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა „საუნდგარდენის“ (Soundgarden) ვოკალისტთან, კრის კორნელთან, რომელმაც თავისი სიცოცხლე მაისში თვითმკვლელობით დაასრულა.
1996 წელს ჩამოყალიბებულმა Linkin Park-მა მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა.
ბენინგტონს ცოლი და ორი ქორწინებიდან ექვსი ბავშვი დარჩა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლიზმს და ნარკოტიკებს და როგორც ბავშვობაში ცუდად მოპყრობის მსხვერპლი, წარსულში თვითმკვლელობაზე საუბრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.