ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ საბერძნეთის კუნძულ კოსზე სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც BBC შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი კოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კილომეტრში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს, ზღვის 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
პოპულარულ ტურისტულ კურორტზე სულ მცირე 100-მა ადამიანმა მიიღო დაზიანებები, დანგრეულია რამდენიმე შენობა.
თურქეთის ქალაქ ბოდრუმში ადამიანებმა დაზიანებები გაქცევისას მიიღეს.
მიწისძვრა პარასკევს, ადგილობრივი დროით 01:31 საათზე (23:30 GMT ხუთშაბათი) მოხდა.
თურქეთი და საბერძნეთი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობენ და მიწისძვრებს ხშირად აქვს ადგილი.
ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1999 წელს მოხდა და დაახლოებით 17,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.