სოფლად ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარების პროექტის შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, რომელიც თვლის, რომ აღნიშნული პროექტის ეფექტურად წარმართვისა და სოფლების უფრო მეტად განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს საერთო სარგებლობის მიწები, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები საძოვრებად გამოიყენებენ.

„იგეგმება კოოპერატივების შექმნა - პროექტის გარკვეულ მონაკვეთებზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამსახურები და მუნიციპალიტეტების გამგეობები ერთობლივად მუშაობენ. ძირითადად კი, პროექტი უკვე დამუშავებულია, მიდის განხორციელება და რომელი მუნიციპალიტეტიც კარგად იმუშავებს, იქ იქნება ეს შესრულებული, ზოგადად კი, ყველა მუნიციპალიტეტია გათვალისწინებული.
„პროექტის მიხედვით, კოოპერატივში უნდა იყოს გაერთიანებული 100-დან 300 ფურამდე და თითო სულ ძროხაზე მთავრობა გადმოგვცემს პირდაპირი წესით, იჯარით 2 ჰა საძოვარს და 2 ჰა სათიბს. ასპინძის მუნიციპალიტეტში თუ განხორციელდება, არ არის პრობლემა ვთქვათ ამხელა მიწის გადაცემა კოოპერატივისთვის, თუმცა, არის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც მიწის დიდი რესურსი არ გააჩნია.
კოოპერატივებს, დაახლოებით, 220 000 ლარის ტექნიკა უნდა გადასცენ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა.
მთავრობის მიერ საძოვრისა და სათიბის გადაცემა სიმბოლურ თანხად მოხდება - იჯარის გადასახადი იქნება 1 ლარი, მაგრამ ქონების გადასახადი რჩება 15 ლარი.
საბოლოო ჯამში, წარმოიდგინეთ 300 ძროხაზე ერთ კოოპერატივს რამდენის გადახდა უწევს - დაახლოებით, 1200 ჰექტარზეა საუბარი. სრული დატვირთვით რომ გადაიხადოს კოოპერატივმა, დაახლოებით, 36 000 ლარის გადახდა მოუწევს“, ამბობს Guardian.ge-სთან საუბარში ლევან ცაბაძე და ფიქრობს, რომ პროექტს უფრო მეტი დახვეწა ესაჭიროება და იმისათვის, რომ ის ეფექტური იყოს, გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილზე არსებული ობიექტური რეალობა და სპეციფიკა, მათ შორის ისიც, რომ მაგალითისთვის, ასპინძის მუნიციპალიტეტის უმეტესი სოფლების მკვიდრნი საშუალო ასაკს გადაცილებულნი ან ხანდაზმულნი არიან, რაც დამატებითი საკითხების შეტანას აყენებს დღის წესრიგში.

„უნდა იყოს 60-კაციანი ჯგუფი. უბრალოდ, ჩემამდე არ დადის, როგორ უნდა გაინაწილოს 60-მა კაცმა ერთი ტრაქტორი. 10%-იანი თანადაფინანსებით შევა იქ ადამიანი და 1 ლარის გადახდაც რომ მოუწიოს გლეხს, იტყვის, რომ ჩემიც არის.

„ზარალდებიან გლეხები - მაგალითად, ცხრაჯერ დაისვა ეს კითხვა - ვიღაც ვთქვათ კოოპერატივში არ შევიდა, ან კოოპერატივის წევრებს არ უნდათ, რომ ვიღაც მიიღონ, ვიღაც მუშაა, ვიღაც ზარმაცია. უმეტეს სოფლებში ასაკიანი ხალხი ცხოვრობს ჩვენთან და არის პაპა, რომელსაც ჰყავს სამი ძროხა და არ უნდა ბიზნესი და ფართომასშტაბიანი რამე, უნდა რომ ჰქონდეს საკუთარი მაწონი, ამან სად უნდა აძოვოს საქონელს? მე რომ გადავიხდი 36 000 ლარს, რატომ შევაშვებინებ სხვას იქ საქონელს? ამიტომ, ვიძახით, რომ უნდა იყოს საერთო სარგებლობის მიწები სოფლის განვითარებისთვის, რომელსაც სოფელი საძოვრად გამოიყენებს. მე მაქვს პირადად შეხება მოსახლეობასთან და ხვალ რომ ვიღაცა ისე არ იქნება, როგორც საჭიროა, ის მერე ჩემი თავსატეხი ხდება, ყველას პრობლემა ჩემი პრობლემაა. პროექტთან დაკავშირებით, არის სირთულეები და იმედია, რომ დახვეწავენ, უფრო ჩახედული ხალხი მუშაობს ამ საკითხებზე“, აცხადებს ლევან ცაბაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.