გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა
21-07-2017, 01:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საზაფხულო სკოლას, რომლის ორგანიზატორი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაა, 10 წელი შეუსრულდა და იგი კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლებას ემსახურება.

 

 

პრეზიდენტმა სტუდენტებთან საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დინამიკური საკონსტიტუციო რეფორმა მიმდინარეობს.

 

 

როგორც მან განაცხადა, კონსტიტუცია, არამხოლოდ იურიდიული, არამედ პოლიტიკურ-ფილოსოფიური დოკუმენტია, რომლის ძირითადი ნაწილი საზოგადოებასთან უნდა შეთანხმდეს. ამიტომ კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტია.

 


შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტები საკონსტიტუციო ცვლილებებში სოციალური სახელმწიფოს სტატუსით, პრეზიდენტის არჩევის წესით, საარჩევნო სისტემით, ოჯახის დეფინიციისა და განათლების საკითხების ასახვით დაინტერესდნენ.

 


შეხვედრას პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და საზაფხულო სკოლის იდეის ავტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ესწრებოდნენ.

 

 

პრეზიდენტმა სტუდენტებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია გადასცა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი