ტყიბულში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ლენტი საზეიმო ვითარებაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ კუბლაშვილმა გაჭრეს.
ტყიბულის გამგეობის ცნობით, საავტომობილო ხიდი 10 მეტრი სიგრძისა და 4,5 მეტრი სიგანისაა და ჯავახიშვილის ქუჩის 20 ოჯახს ქალაქთან აკავშირებს.
„ნაგებობის უეცარი დაზიანების გამო, აუცილებელი გახდა ხიდის გადაუდებლი აღდგენა, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 36 000 ლარი გამოიყო.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შ.პ.ს. „ამჯ ჯგუფმა“ აწარმოა, რომლის ფარგლებში სავალი ნაწილზე დაიგო რკინა-ბეტონის ფილა და ხიდის ორივე მხარეს დამონტაჟდა მოაჯირები. სამუშაოები 10 მაისის დაიწყო და 15 ივნისს დასრულდა", აღნიშნულია ტყიბულის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.