შინაგან საქმეთა სამინისტროს „ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა და უწყების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.
შსს-ს ცნობით, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს და საქართველოს საპატიო კონსულებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ.
მათივე ინფორმაციით, სტუმრები ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დანაშაულის პრევენციას, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიულ რეაგირებას, დამნაშავე პირების დროულად დადგენა-დაკავებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღკვეთას, სატრანსპორტო ნაკადების მართვას, უტყუარი მტკიცებულებების მოპოვებას, ასევე, სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას უზრუნველყოფს", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.