N14 და N21 მარშრუტებზე დღეიდან ლურჯი „MAN"-ის ავტობუსები მუშაობენ.
ორივე მარშრუტი დიდ დიღმიდან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში მოძრაობს.
N14 დიდ დიღომს საბურთალოს გავლით რუსთაველისა და ბარათაშვილის გამზირებთან აკავშირებს.
N21 დიდი დიღმიდან დიღმის მასივს, შემდეგ დიდუბეში-წერეთლის გამზირს გაივლის და ვარაზისხევიდან ჭავჭავაძის გამზირის გავლით ბაგებამდე გადაადგილდება.
ახალი ავტობუსები უკვე 9 მარშრუტს ემსახურებიან: N9, 14, 21, 24, 37, 51,61,87 და 88.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში „MAN"-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.