ხონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება.
ხონის გამგეობის ცნობით, ამჯერად, 650 ოჯახის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის სამუშაოები სოფელ ივანდიდში მიმდინარეობს.
„კომპანიის რამდენიმე ჯგუფი მილების მონტაჟს უკვე ახორციელებს. ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი უკვე მოწყობილია საჰაერო მილები დამონტაჟდება, რიგ შემთხვევებში მილსადენები მიწისქვეშ გაივლის. უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფლების კონტუათისა და ნახახულევის გაზიფიცირება.
ხონში მასშტაბური გაზიფიცირების პროცესი 2015 წელს დაიწყო და ამ დროისთვის ქალაქითან ერთად ბუნებრივი აირი სოფლების პატარა და დიდი კუხის, გოჩა- ჯიხაიშის, პატარა ჯიხაიშის, მათხოჯის მოსახლეობას სრულად მიეწოდება", აღნიშნულია ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.