"ხელისუფლება, ჩემი აზრით, გადავიდა იმ სეგმენტების განადგურებასა და დამორჩილებაზე, რომელიც მათ არ ეკუთვნით და ვერ აკონტროლებენ. ერთ-ერთი არის ადვოკატთა ასოციაცია. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მართავდა ამ ორგანიზაციას, ჩვენ გვყავს 4 ათასი ადამიანი და ეს დიდი ძალაა. როცა მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, მხარს მიჭერს მინიმუმ 80%. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ ადვოკატები კანონის დონეზე გააკონტროლონ. საქართველოს მთავრობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს 2 აპრილს, რომ წარმოადგენს ცვლილებას უკანონო ლეგალიზაციის აღკვეთის ხელის შეწყობის შესახებ კანონში, ადვოკატთა შესახებ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში. მომხსენებლად ინიშნება ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე. ამას ხაზგასმით გეუბნებით. შემდეგ საქართველოს პარლამენტი 6 აპრილს, ბიუროს გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელს აწერს მანანა კობახიძე, ასევე ყოფილი ადვოკატი და მიუთითებს, რომ ამ კანონებში ცვლილების შეტანა უნდა მოხდეს ერთი თვის განმავლობაში, ორი მოსმენით. ეს რომ სწორად ავხსნათ, ხდება ბინძური ხერხით მისი გატანა, რომ საზოგადოებამ ხმის ამოღება ვერ მოასწროს", - აცხადებს "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"ეს არის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, სადაც მესამე ნაწილში წერია, რომ ამ სამსახურს საეჭვო გარიგების ვარაუდის არსებობისას შეუძლია, ზეპირი გზით შეაწყვეტინოს ადამიანს გარიგება. ანუ, თუ ვარაუდიც კი იქნება საეჭვო გარიგების შესახებ, განურჩევლად თანხის ოდენობისა, თუნდაც იყოს 50 ლარი, მოგცემენ მითითებას და 72 საათის განმავლობაში უნდა შეაჩერო გარიგება. ადრე სასამართლო იყო ის ბერკეტი, სადაც უნდა მიემართა ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საეჭვო გარიგების შესახებ და სასამართლოში ედავა. ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში", - აღნიშნავს რესპონდენტი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
"ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს დაურეკოს, შეაჩერე გარიგებაო. სწორედ ამ პროცესის განმახორციელებელი პირები არიან ადვოკატები. მოგეხსენებათ, ადვოკატსა და კლიენტს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც არის კონფიდენციალური, ადვოკატი ვალდებულია, შეინახოს საადვოკატო პროცესში მიღებული ინფორმაცია ამ პროცესის დასრულების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ყველა გარიგება, რომელიც საეჭვოდ შეიძლება ჩაითვალოს, შეუძლიათ, შეაჩერონ. თუ 3 დღის განმავლობაში შეუჩერეთ ადვოკატს მომსახურების გაწევა, დგება რისკის ქვეშ, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დასჯადია და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განმარტავს ზაზა ხატიაშვილი.
"სასწრაფოდ მოვიწვიე აღმასრულებელი საბჭოს სხდომა, შაბათს ვხვდები ადვოკატებს, უკვე ინფორმირებული არიან, მერე კვირას ვხვდები ქუთაისში მოღვაწე ადვოკატებს, მათ უნდა ავუხსნა, რომ თუკი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მივიღეთ უარესი. მერე იქნება აქციებიც, ევროპარლამენტთანაც მათ შორის. კანონმდებლობით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას არ დავუთმობთ ხელისუფლებას. რასაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ვაკეთებდი, იგივე შეიძლება გავაკეთო", - დასძენს რესპონდენტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.