შეერთებული შტატები თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობას უკრძალავს. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია იმ ორ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ფხენიანში ტურებს ახორციელებს.
Koryo Tours-მა და Young Pioneer-მა განაცხადეს, რომ აკრძალვის შესახებ 27 ივლისს გამოცხადდება და ის ძალაში მომდევნო 30 დღის განმავლობაში შევა.
შეერთებულ შტატებს არ დაუდასტურებია აღნიშნული ინფორმაცია.
Young Pioneer Tours-ი ის სააგენტოა, რომელმაც 2016 წლის იანვარში ამერიკელი სტუდენტი ოტო უომბიერი წაიყვანა ჩრდილოეთ კორეაში. მოგვიანებით ის დააპატიმრეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა მიმდინარე წლის ივნისში ვადაზე ადრე, კომურ მდგომარეობაში მყოფი გაათავისუფლეს და ამერიკაში გაამგზავრეს, სადაც იგი ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
ჩინეთში ბაზირებულმა კომპანიამ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ისინი უკვე აღარ წაიყვანენ ვიზიტორებს შეერთებული შტატებიდან ჩრდილოეთ კორეაში.
„ჩვენ ახლახან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა უკვე აღარ რთავს ნებას აშშ-ის მოქალაქეებს იმოგზაურონ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჩრდილოეთ კორეა).
„მოელიან, რომ აკრძალვა 27 ივლისიდან 30 დღეში შევა ძალაში. 30 დღის ვადის გასვლის შემდეგ აშშ-ის ნებისმიერი მოქალაქის, რომელიც იმოგზაურობს ჩრდილოეთ კორეაში, პასპორტი მათი მთავრობის მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდება“, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Young Pioneer Tours-ის წარმომადგენელმა როვან ბერდმა BBC-ს უთხრა, რომ კომპანიას ინფორმაცია მიაწოდა შვედეთის საელჩომ, რომელიც შეერთებული შტატების საკითხებს კურირებს ჩრდილოეთ კორეაში.
საელჩო ცდილობს დააზუსტოს, თუ რამდენი ამერიკელი ტურისტია დარჩენილი ქვეყანაში.
ბერდმა თქვა, რომ საელჩო დაჟინებით მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეაში მყოფ აშშ-ის ყველა მოქალაქეს, დაუყოვნებლივ გაემგზავრონ ქვეყნიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.