გენერალური გეგმის ჯგუფი მზად არის შეხვდეს ელიავას ბაზრობის წარმომადგენლებს და მოისმინოს მათი მოსაზრებები, აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
მისი თქმით, ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით, „ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხზე უარყოფითად აისახება".
„ელიავას ბაზრობის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილის მოსაზრებები ჩვენთვის ცნობილია, ვინაიდან ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით მათი მხრიდან გეგმა არის მომზადებული. მე მათ დავპირდი, რომ საკრებულოში ცალკე შეხვედრა გაიმართება. მნიშვნელოვანია და მთავარია არ ავყვეთ ემოციებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხს ეხება და ხალხზე უარყოფითად აისახება. ასე რომ ყველა ადამიანს შეუძლია იყოს მშვიდად”, განაცხადა დავით ნარმანიამ, რომელიც დღეს გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მყოფმა ელიავას ბაზრობის წარმოამდგენლებმა განაცხადეს, რომ ბაზრობის სხვა ადგილზე გადატანის წინააღმდეგი არიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.