მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, ლევან ზაუტაშვილმა ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც 2 რვასართულიანი კორპუსი აშენდება.
სოზარ სუბარი მცხეთაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ძალიან დიდი ხანია, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მცხეთაში დევნილები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. დაიწყო 2 კორპუსის მშენებლობა, სადაც ჯამში ბინას 120 ოჯახი მიიღებს. ეს კორპუსები სრულად დააკმაყოფილებს დევნილებს, რომლებიც მცხეთასა და მცხეთის რაიონში ცხოვრობენ, ყველას ექნება გარემონტებული ბინა. მშენებლობა მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. ზუსტად წელიწადსა და ერთ თვეში ამ კორპუსებში დევნილები შესახლდებიან და მცხეთაში დევნილების განსახლების პრობლემა აბსოლუტურად მოიხსნება“, განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.