აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტერმინალის გაფართოების პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც აეროპორტის ჭიშკრის წინ სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას ითვალისწინებს, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წლის დასაწყისიდან, მგზავრთა ნაკადი 92%-ით არის გაზრდილი, რაც ერთი მხრივ - ვიზალიბერალიზაციის, ხოლო, მეორეს მხრივ ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.