გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე: არც ერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია ასეთი მასშტაბის არ ყოფილა
21-07-2017, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში 13-14 ივლისს, ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისთვის" წარმატებულს უწოდებს და მისი ორგანიზებისთვის სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძეს მადლობას უხდის.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, არც ერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია ასეთი მასშტაბის არ ყოფილა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის ესტონეთისა და ლენარტ მერის კონფერენციის თანამონაწილეობით.

 


„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონფერენციაზე ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი ახალი თანამშრომლობის ფორმებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში. ხელი მოეწერა მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, მათ შორის, ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 250 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე; ასევე - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რომელიც გამოყოფს რესურსებს აჭარაში, ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად. აქედან გრანტი იქნება 1.5 მლნ ევრო და 5.5 მილიონი ევრო არის საკრედიტო დაფინანსება. ნაწილი იქნება ელექტროავტობუსები, რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, მომავალში უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართულებით", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი