თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე სარა ჰაკაბი სანდერსი პრესმდივნის თანამდებობაზე დაწინაურდა. ინფორმაციას აშშ-ის მედია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი კომუნიკაციების დირექტორის, ენტონი სკარამუჩიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი დანიშვნის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ყოფილმა პრესმდივანმა შონ სპაისერმა მისი პოსტიდან გადადგომის თაობაზე განცხადება გააკეთა. სპაისერის უკმაყოფილების და შესაბამისად, თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ტრამპის მიერ სკარამუჩის დანიშვნა გახდა. მან პრეზიდენტის გადაწყვეტილება მძლავრად დაგმო.
პრეზიდენტის სხვა მთავარი მრჩევლებისაგან განსხვავებით, სანდერსი პოლიტიკური ჩამომავლობისაა. იგი არკანზასის ყოფილი გუბერნატორის და ორგზის პრეზიდენტობის კანდიდატის მაიკ ჰაკაბის ქალიშვილია. იგი 2002 წელს მამის ხელმეორე საგუბერნატორო არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული და ხელმძღვანელობდა მის 2016 წლის საპრეზიდენტო განაცხადს.
ჰაკაბის „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიდან 2016 წლის თებერვალში გამოთიშვის შემდეგ, სანდერსი ტრამპის კამპანიის მთავარი მრჩეველი გახდა, მოგვიანებით კი ხშირად აკეთებდა განცხადებებს. 2017 წლის იანვრიდან დღემდე იგი თეთრის სახლის პრესმდივნის მოადგილის პოსტს იკავებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.