ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
შემოსვალების სამსახურში განმარტავენ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია, საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა.
მათივე განცხადებით, „პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს და ამდენად, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა".
ნიკა გვარამია გუშინ გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ძალიან უხეშად იქნა დარღევული საქართველოს კანონმდებლობა მინისტრის მიერ, მან გათქვა ის ინფორმაცია, რომლის დაცვა პირველ რიგში მას ევალება. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის კანონის მძიმე დარღვევა. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი არა მხოლოდ შიდა სამეწარმეო წრეებისთვის, არამედ ყველა მსხვილი უცხოელი ინვესტორისთვის, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ერთი კითხვით შესაძლოა ცნობილი გახდეს მთელი ის ფინანსური საგადასახადო და ფინანსური წყება, რომელიც კომპანიას ზურგს უკან აქვს.
ეს არის კონკურენტუნარიანობის დარღვევა და კონკურენტების სასარგებლოდ თამაში, რაც დღეს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. შემთხვევითი არაა, რომ „იმედის" ეთერში გააკეთა ეს, „იმედი” უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს სიუჟეტის გაკეთებას ამ საკითხზე, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ჩვენთან. როგორც ჩანს, სახელმწიფოსა და "იმედის" ერთობლივი მოქმედებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. „რუსთავი 2" უკვე 2 წელია იმყოფება უმძიმეს ფინანსურ წნეხში.... ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლო დაწესებულებებს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს იმ მოთხოვნით, რომ სრულად იქნეს ანაზღაურებული ის ზიანი, რომელიც „რუსთავი 2”-ს სახელმწიფოს საქმიანობით მიადგა მთელი ამ წლების განმავლობაში”, განაცხადა გვარამიამ, რომელმაც პირდაპირ ეთერში ყოფილ პრემიერ მინსიტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ფინანსური ინფორმაციის გათქმა მოითხოვა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ ის ამ წლების განმავლობაში არავითარ გადასახადს არ იხდის. ის ჩვეულებრივი ბიზნესმენია და გვაინტერესებს რატომ არის ჩაყენებული პრივილეგირებულ მდგომარეობაში", აღნიშნა ნიკა გვარამიამ და დაამატა: „გამჟღავნდეს ბიძინა ივანიშვილის საგადასახადო ინფორმაცია".
დიმიტრი ქუმსიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ფინანსური დავალიანება აქვს და მის გადახდასთან დაკავშირებით, მოლაპარაკება მიმდინარეობს.
„მიმაჩნია, რომ ეს არის არაკონკურენტუნარიანი გარემო. ამას უკვე აღარ ვამბობ, როგორც ფინანსთა მინისტრი, რომლის უშუალო მოვალეობა გადასახადების ამოღებაა, ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობაც არის ეკონომიკის განვითარება და ზოგადად, ეკონომიკური ბლოკი. ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი. როცა ერთი კომპანია არ იხდის გადასახადებს, ის არაკონკურენტულ გარემოშია და შესაბამისად, სხვა კონპანიებისგან განსხვავებით მას მეტი ფული რჩება. მას აქვს შესაძლებლობა უკეთესი თანამშრომლები იქირაოს, უკეთესი ტექნიკა შეიძინოს, უკეთესი გადაცემები გააკეთოს, რაც, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. ეს არ ეხება კონკრეტულად "რუსთავი 2"-ს, ეს ეხება ზოგადად ყველას", აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.