შალვა ნათელაშვილი: თუ ეს რუსეთს შერჩა დაუსჯელად, მესამე მსოფლიო ომი გარანტირებული იქნება
22-07-2017, 04:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოკუპირებული რეგიონის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მოითხოვს.

 

 

იგი ხელისუფლებას აღნიშნული საკითხის განსახილველად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს.

 

 

„მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და გამოაცხადონ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში სასწრაფოდ დააბრუნონ გაყვანილი სპეცრაზმები, რომლებიც ივანიშვილმა თავისი მოსვლისთანავე წაიყვანა აქედან. მსოფლიო საზოგადოებას მოვუწოდებ, მეორე მსოფლიო ომი დაიწყო საზღვრების გადასინჯვის მოტივებით. თუ ეს რუსეთს შერჩა დაუსჯელად, მესამე მსოფლიო ომი მთელ მსოფლიოში გარანტირებული იქნება", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კიდევ ერთი ხნული გაავლეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი