თბილისის მერი დავით ნარმანია პეკინის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობის ცალმხრივად გადაკეთების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი კვლევა მიმდინარეობს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს ცალმხრივი მოძრაობა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ გაკეთდეს ცალკე ავტობუსების ხაზი, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდება. ვმუშაობთ ასევე ველობილიკებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე მოვამზადეთ გამწვანების კომპონენტი და პეკინის გამზირზე მწვანე ნარგავები დაირგვება“, განაცხადა დავით ნარმანიამ, რომელიც დღეს პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მერმა, კეთილმოწყობის და ტრანსპორტის სამსახურის უფროსებმა, გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებმა და საბურთალოს გამგებელმა პეკინის ქუჩაზე მოძრაობის ორგანიზების საკითხების გარდა, სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს.
დავით ნარმანიას განცხადებით, პეკინის ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი მიწისქვეშა კომუნიკაცია გამოიცვალა. იქ, სადაც მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაო დასრულდა, ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დაიწყო.
„თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ვიკრიბებით და ვადევნებთ თვალყურს სამუშაოების მიმდინარეობას. სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ თვის ბოლომდე ქუჩის მარჯვენა მხარეს ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება, მოძრაობას გადავრთავთ მარცხენა მხარეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე მონაკვეთზე დაიწყება“, განაცხადა დავით ნარმანიამ, რომლის თქმითაც, სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და პეკინის ქუჩის აღდგენის პროცესი 10 სექტემბერს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.