ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პარასკევს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საგადასახადო ინფორმაციის „იგივე ფორმით გათქმა, როგორც ეს მოხდა ‘რუსთავი 2’-თან დაკავშირებით“.
მან განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გადასახადებს არ იხდის და მას ქველმოქმედებისთვის გაღებული აქვს იმ თანხების მეათედი, რომელიც კანონიერად უნდა გადაეხადა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით.
„ჩვენ ვსვამთ კითხვას - მთელი ამ წლების განმავლობაში, რა გადასახადებს იხდის ბიძინა ივანიშვილი? უფრო სწორედ, ჩვენთის არის ცნობილი, რომ იგი არავითარ გადასახადს არ იხდის და იგი არის ისეთივე ბიზნესმენი, როგორც სხვა დანარჩენი ამ ქვეყანაში და ჩვენ ვსვამთ კითხვას - რატომ არიან სხვა ბიზნესმენები არაკონკურენტუნარიან გარემოში ჩაყენებული ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, რომელიც რომელი ქვეყნის მოქალაქეა, ვერ დადგინდა; რომელიც რომელ ქვეყანაში იხდის გადასახადებს, ვერ დადგინდა; და საერთოდ. იხდის თუ არა გადასახადებს საქართველოში, იმ ქონებისას მაინც, რომელიც მას აქ აქვს და იმ ბიზნესსაქმიანობისას, რომელიც მას აქ აქვს, ვერ დადგინდა, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ოფიციალურად, რაკიღა ჩვენი საგადასახადო ინფორმაცია იქნა გამჟღავნებული უკანონოდ, გამჟღავნდეს ბიძინა ივანიშვილის საგადასახადო ინფორმაცია და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ქველმოქმედება, რომელსაც ის ეწევა, თუ ეწეოდა, არის რეალურად ქველმოქმედება, თუ რეალურად არის გადასახადებისგან თავის არიდების შედეგად დაგროვილი თანხების მეასედის მიმართვა პოლიტიკური მიზნებით, ვითომ ქველმოქმედების მიზნებით. დიახ, ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის გაღებული აქვს იმ თანხების მეათედი, მაქსიმუმ მეათედი, რომელიც ლეგალურად უნდა გადაეხადა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.