თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა
22-07-2017, 09:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავტოავარიაში მოყვა. ზოდელავას თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალში“ ოპერაცია ჩაუტარდა. ახლობლების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 


მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზაზა შენგელია ავრცელებს.

 


„დღეს ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენა საჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ”, წერს ზაზა შენგელია.

 

 

ავტოსაგზაო შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში წუხელ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, ორი დაშავებული კი თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

 

ადგილზე საპატრულო, სასწრაფო დახმარების და სახანძრო ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი