თბილისის მერია „ქართველთა მარშის“ წარმომადგენლებს აღმაშენებლის გამზირის ნაცვლად 23 ივლისს აქციის სხვა ადგილას ჩატარებისკენ მოუწოდებს, რადგან მათზე უფრო ადრე, 4 დღით ადრე, 17 ივლისს, მერიას რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქციის ჩატარების მოთხოვნით პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა და გამომდინარე იქედან, რომ „23 ივლისს დაგეგმილი აქციების მიმდინარეობისას შესაძლებელია შეიქმნას კონფლიქტის ესკალაცია“, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მერია მიზანშეწონილად მიიჩნევს „ქართველთა მარშის“ დაგეგმილი აქცია სხვა ადგილას ან სხვა დროს ჩატარდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ დამატებითი კომენტარი გააკეთა დავით ნარმანიამ. მან ჟურნალისტებს განუცხადა: „ყველას აქვს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ მათ ვაცნობეთ, რომ იგივე ადგილას, იგივე დროს იყო დანიშნული აქცია და ან დრო შეეცვალათ ან ადგილი, რათა ერთმანეთს არ დამთხვეოდა ეს ორი აქცია“.
„სხვა ინფორმაცია, რაც გავრცელდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გავცემთ აქციის ჩატარების სანქციას - თბილისის მერია იღებს ამას, როგორც ინფორმაციას, რათა გზაზე შეზღუდვების შემთხვევაში გადაალაგოს ტრანსპორტის მოძრაობა და განსაკუთრებით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება“.
მიუხედავად ამისა, „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე დაჟინებით აცხადებს, რომ ისინი აქციას მაინც ჩაატარებენ.
„ჩვენ აუცილებლად გავმართავთ ამ აქციას და ხელისუფლება აუცილებლად მოაწყობს 7 ნოემბერს. აუცილებლად დაგვარბევენ, აუცილებლად დაგვაპატიმრებენ. ჩვენ მზად ვართ დაგვაპატიმრონ და დაგვარბიონ, რადგან ჩვენ ნაცჯალათებს არ გავატარებთ აღმაშენებლის გამზირზე“ აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პოლიტიკური ძალა, „ევროპული საქართველო“, რომლის ლიდერები გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და სხვები არიან, აქცია-მსვლელობას, მოწოდებით - „არა რუსულ ფაშიზმს“ 23 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე საღამოს 8 საათზე გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.