დონალდ ტრამპის კომუნიკაციების ახალმა დირექტორმა ანტონი სკარამუჩიმ სოციალურ ქსელ „თვითერში“ მისი ის ადრინდელი განცხადებები წაშალა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის აზრებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.
„ფრანს პრესის“ ცნობით, მეორე დღესვე, როგორც კი ნიუ იორკელი ფინანსისტი სკარამუჩი ახალ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა, „თვითერზე“ მისი, წლების წინათ გამოქვეყნებული ის განცხადებები წაშალა, სადაც ჰომოსექუალურ ქორწინებას ემხრობოდა და ტრამპისაგან განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდა არალეგალურ ემიგრაციაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ისლამსა და თვით იარაღის კონტროლზე.
სკარამუჩის დანიშვნის გამო თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა პარასკევს თანამდებობა დატოვა.
წერილობით განცხადებაში ტრამპმა თქვა, რომ იგი „მადლიერია“ სპაისერის, მის მიერ გაწეული მუშაობის გამო და შეაქო თეთრი სახლის ყოფილი პრესმდივნის, „დიდი სატელევიზიო რეიტინგი“.
თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე სპაისერის მოადგილე სარა ჰაკაბი სანდერსი დაწინაურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.