ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის თანამდებობიდან გადადგა. იგი ამის იზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ვმუშაობდი მერიის სტრუქტურებში და ვაცხადებდი, რომ ვიყავი არაპარტიული, მაინც არ ჩამომშორდა სახელი, თითქოს ვმოქმედებდი ამა თუ იმ პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. მოსახლეობისთვის რჩება გაუგებარი ჩემი წარმატებები თუ წარუმატებლობები რომელ პარტიას მიაკუთვნონ. მოსახლეობას არჩევნების წინ უნდა ჰქონდეს შეფასების საშუალება თუ რას აკეთებს მერია. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ", - აღნიშნა ჯემალ ანანიძემ.
ჯემალ ანანიძე ბათუმის საკრებულოს თანხმობით მერის თანამდებობაზე 2012 წლის 4 ოქტომბერს დაინიშნა. 2010 წლიდან ვიცე-მერის პოსტს იკავებდა, მანამდე კი მერიის საფინანსო სამსახურს ედგა სათავეში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.