საქართველოს პრეზიდენტმა საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს „სნო“ გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ პატრიარქისგან ისწავლეს „ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, რწმენა ფანატიზმის გარეშე“.
სნოში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და ქვეყნის განვითარებაში ეკლესიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.
„თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, თქვენგან ვისწავლეთ რწმენა, რწმენა ფანატიზმის გარეშე, თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ ქართული ეკლესიის მეშვეობით ქართული სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, გავლენა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტისა პოლიტიკურ პროცესებზე უდაოა“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სასტუმრო ყაზბეგის რაიონში, სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა და კონცეფციის მიხედვით, სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდება.
დღესვე ახალი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. ოთხტომეული პატრიარქის პირად მიმოწერას აერთიანებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.