იორდანიის დედაქალაქ ამანში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. დაღუპულია სულ მცირე ერთი იორდანელი და სერიოზული ჭრილობა აქვს მიყენებული ერთ ისრაელელს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ცნობით, ისრაელის საელჩო თანამშრომლების ევაკუაციას ახორციელებს.
მძლავრად დაცული საელჩო ამანის მდიდრულ უბანში, რაბიეჰში მდებარეობს.
პარასკევს, ამანში ათასობით იორდანიელმა, იერუსალიმის წმინდა ადგილებში, რომელსაც ორთავე, მუსულმანებიც და ებრაელებიც ეთაყვანებიან, ისრაელის მიერ მეტალის დეტექტორების დაყენება გააპროტესტა.
იორდანია იერუსალიმში მუსულმანთა რელიგიური ადგილების მცველია.
ინციდენტზე ისრაელის ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს და მან ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვები დააწესა, იტყობინება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.