საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24-25 ივლისს, ოფიციალურ ვიზიტად ისრაელს ეწვევა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ ვიზიტს საქართველოს მთავრობის მეთაური ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან პირისპირ შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტთან, რუვენ რივლინსა და ქნესეთის თავმჯდომარესთან, იული ედელშტეინთან, ასევე - ქნესეთის ოპოზიციის ლიდერთან, ისააკ ჰერცოგთან.
პრემიერი აგრეთვე შეხვედრებს გამართავს პალესტინისა და წმინდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქთან თეოფილოს III-თან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას, ასევე - ეწვევა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.