საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, შპს „ვესტა“- ს დამფუძნებელი და დირექტორი ალექსანდრე მანელაშვილი და მისი თანამზრახველი, გოჩა ვაშკლევიჩი დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დადგენილია რომ შპს „ვესტა“-მ, ტენდერში გამარჯვების გზით, მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში წყლის მრიცხველების მონტაჟის სამუშაოების შესრულებაზე ვალდებულება აიღო.
აღნიშნულმა პირებმა სახელშეკრულებო ვალდებულება დაარღვიეს და სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებული პირობებით არ შეასრულეს.
გარდა ამისა, თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, სამუშაოთა შესრულების ყალბი აქტები, ფორმა N2 დაამზადეს, რომლებშიც ნაცვლად რეალურად შესრულებული სამუშაოებისა, მიუთითეს, რომ თითქოსდა სოფლის გამრიცხველიანება სრულად მოხდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.