გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
კუკური ჯამატაშვილს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, მან კუკური ჯამატაშვილს ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან ესროლა. თოფი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.