ლანჩხუთში გურიის ტურიზმის ფესტივალი დაიწყო
24-07-2017, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლანჩხუთში გურიის ტურიზმის ფესტივალმა სტარტი აიღო. ლანჩხუთის გამგეობის ცნობით, მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების, მუზეუმების, ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივი წარმოების ნიმუშების გამოფენა და ლანჩხუთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა.

 

 

გურიის ტურიზმის ფესტივალი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში იმართება.

 

 

3-წლიანი პროექტის მიზანია გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროექტს ურთიერთანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებენ", აღნიშნულია ლანჩხუთის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


ლანჩხუთში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, ტურისტები, სფეროს ექსპერტები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები – მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი