ვანო მერაბიშვილი: კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას
17-04-2015, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება. გაჩერებულია ეკონომიკა და ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა", - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.


ამასთან, შს ყოფილმა მინისტრმა მიმართა თბილისის სპეცრაზმის ყოფილ მეთაურს, კახა ნაკანს, რომელმაც ციხეში თვითმკვლელობა სცადა, რომ ნუ გაახარებს "შიზოფრენიკ ივანიშვილს".


"მივმართავ ნაკანს, ნუ გაახარებს შიზოფრენიკ ივანიშვილს, რომელსაც თავის ფსიქოანალიზის წიგნში ერთი თავი აქვს დაწერილი, თუ როგორ უნდა მიიყვანოს ადამიანი თვითმკვლელობამდე. ამ თავში წერია, ნაკანი როგორ უნდა მივიდეს თვითმკვლელობამდე, ვენები როგორ უნდა გადაიჭრას. ბევრი თავი ექნება ივანიშვილს ამ წიგნში, მაგრამ არ ექნება ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას შესახებ თავი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში წარუმატებელია. ივანიშვილი დღემდე თვლიდა, რომ ადეიშვილი ყველაზე ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს თავი ალბათ გადახაზა. ის გამწარებულია. სირცხვილია პროკურატურისა და სახალხო დამცველის განცხადებები, ვითომ ადეიშვილი წითელი ცირკულარიდან მოიხსნა ლტოლვილის სტატუსის გამო. კიდევ ელის რამდენიმე კრუნჩხვა ამ ხელისუფლებას, თუმცა ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ პროვინციელ, გაუნათლებელ, ტლუ ადამიანს ქვეყანა ეწირება. გაჩერებულია ეკონომიკა და ერთ მატყუარა ცუღლუტს შეეწირა ქვეყანა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


მისი თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვა, იმთავითვე აცხადებს ამნისტიას "პატარ-პატარა ადამიანებთან მიმართებაში".


"ამ პატარ-პატარა ადამიანების მიმართ საყოველთაო ამინისტია გამოცხადდება. შეიძლება ითქვას, რომ დღესვე ისინი არიან ამნისტირებულები, თუმცა ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო ნაკანის დაკავებაში, თენგიზ გუნავას დაკავებაში და რიგითი თანამშრომლების მიმართ უკანონო ქმედებებში, პირობას ვდებ, რომ ყველა ეს ადამიანი პირადად ჩემს მიერ დაისჯება. ყველას პასუხს პირადად ვაგებინებ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.


კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი