საქართველოს მთავრობამ სოციალურ კეთილდღეობაზე და საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დღეს დონორებთან შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საგარეო დახმარება და სოციალური კეთილდღეობა, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, შეფასებისა და შეზღუდულობის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელი და დეინსტიტუციონალიზაციის მეორე ფაზა, დევნილთათვის საჭირო რესურსების ოპტიმიზაცია, კულტურის სოციალურ-ეკონომიკური გავლენა და ჯანდაცვა პენიტენციურ სისტემაში.
შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა და მას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე განვითარების დარგში, იან ჩერნიკი უძღვებოდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით, დონორებისთვის ყოველწლიურად ექვსი თემატური საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომელიც ეძღვნება შემდეგ საკითხებს - ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა; ეკონომიკური ზრდა; ადამიანური კაპიტალის განვითარება; სოციალური კეთილდღეობა; კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება; დემოკრატიული მმართველობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.