ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში ცნობილი სომეხი პოეტის, ვაჰან ტერიანის პოეზიისა და მისი სახლ-მუზეუმის დაარსებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული იზეიმეს.
„ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სტუმრები, საქართველოსა და სომხეთის „მწერალთა კავშირის'' წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, მწერლები, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, პარლამენტის წევრები, მათ შორის, სომხეთის „ნაციონალური კრების" წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დელეგაციები თბილისიდან და ერევნიდან, ასევე გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა", აღნიშნულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.