ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მიმაჩნია, რომ თითოეული ჩვენგანი მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე იმყოფება - აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს", განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელს თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლიათ.
„ქართულ-ებრაული ისტორიის 2600 წელი გვაკავშირებს - ასი ათასობით ებრაელი საქართველოდან, ამჟამად აქ ცხოვრობს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მათი დიდი ნაწილი, მათ შორის, აქ დამსწრე პირები, ჩემს გულითად მეგობრად მოვიხსენიო. ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს. ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ - ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით....
საქართველოში ვიზიტის შემდეგ მე მოსახლეობის ნიჭით, მეგობრული განწყობით, ისრაელის მოქალაქეთა მიმართ განსაკუთრებული სითბოთი გაოცებული დავრჩი. ჩვენ მსოფლიოს რთულ წერტილებში გვიწევს მუშაობა, თუმცა ჩვენ ვართ მცირე ქვეყნები დიდი მომავლით. მიმაჩნია, რომ ჩვენს ერებს თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. სწორედ ამ განწყობით მინდა მოგესალმოთ აქ, იერუსალიმში", მიმართა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ქართველ კოლეგას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.