საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური, იერუსალიმში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მუზეუმში იმყოფებოდა.
პრემიერმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მათივე ინფორმაციით, დღეს გიორგი კვირიკაშვილი ასევე იმყოფებოდა იერუსალიმის ერების ხეივანში, სადაც ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად, ორი ქვეყნის მეგობრობის აღსანიშნავად ხე დარგო.
"უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვხატო თანაგრძნობა და ასევე, აღტაცება ებრაელი ხალხის შეუპოვრობით და სიმტკიცით მაშინ, როცა მან თავისი ისტორიის მანძილზე არაერთხელ გამოიარა ნამდვილი ჯოჯოხეთი. ეს ერი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ უზრუნველყო კიდეც ამ დიადი ქვეყნის გრძელვადიანი მშვიდობა და განვითარების პერსპექტივა. გარდა ამისა, გამოვხატავ ებრაელთა მიმართ ქართველი ხალხის განსაკუთრებულ გრძნობებს - მეგობრობასა და სოლიდარობას, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდება მომდევნო 26 საუკუნის განმავლობაში", განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.