ქობულეთში, რუსთაველის პირველ შესახვევში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არჩილ დევრიშაძე დააკავეს.
დაკავებულის ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია აცხადებს, რომ დევრიშაძეს თავდაპირველად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა ბრალი, თუმცა, ბრალდება ხულიგნობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.
ქობულეთში 21 ივლისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველები ჰყვებიან, რომ შსს-ს თანამშრომელმა ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.