შეერთებული შტატების ახალმა წარმომადგენელმა უკრაინაში კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად განიხილავს საკითხს უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერილი მებრძოლების წინააღმდეგ იარაღის გაგზავნასთან დაკავშირებით.
როგორც ვოლკერმა BBC-ს უთხრა, უკრაინის სამთავრობო ძალებისთვის იარაღის მიწოდებამ შესაძლოა მოსკოვის მიდგომა შეცვალოს. მან აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი პროვაკაციული იქნება.
გასულ კვირას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაჟინებით მოუწოდა ორივე მხარეს დაიცვან ცეცხლის შეწყვეტაზე მიღწეული მყიფე შეთანხმება აღმოსავლეთ უკრაინაში.
„თავდაცვითი იარაღი, მას შემდეგ რაც ის საშუალებას მისცემს უკრაინას თავად დაიცვას საკუთარი თავი, და მაგალითად, განდევნოს ტანკები, ფაქტობრივად დაეხმარება“ რუსეთის მიერ უკრაინის მუქარის შეჩერებას, განაცხადა ვოლკერმა BBC-სთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საკითხი შემდგომი განხილვის და გადაწყვეტის საგანი იქნება.
მან თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში წარმატების მიღწევას დასჭირდება რუსეთთან ახალი სტრატეგიული დიალოგი.
ვოლკერი შეერთებული შტატების ყოფილი მუდმივი წარმომადგენელია ნატო-ში და ახალ პოსტზე ივლისის დასაწყისში დაინიშნა.
გაეროს განცხადებით, 2014 წლის აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1.6 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილები შეეცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.