ისრაელი, როგორც სახელმწიფო, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, გახლავთ მსგავსი, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ისრაელმა შეძლო, აეშენებინა ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ამას სჭირდება მთელი ერის კონსოლიდაცია და ნამდვილად მაგალითია ყველა პატარა ერისთვის, ვისაც სურს, გრძელვადიანი სტაბილურობა უზრუნველყოს საკუთარ ქვეყანაში.
„ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ მინისტრთან ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი და დავგეგმეთ მომავალ რამდენიმე თვეში ძალიან ინტენსიური ვიზიტები სამინისტროებს შორის. ვფიქრობთ, ისრაელის მაღალი ტექნოლოგიები არის ძალიან საჭირო საქართველოსთვის. ასევე, ვფიქრობთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლოა, გამოდგეს ძალიან მნიშვნელოვანი. მე ასევე დავპატიჟე პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ საქართველოში და მან მიიღო ეს მოწვევა. ჩვენ ალბათ უნდა ველოდოთ მის ვიზიტს, რომელსაც სავარაუდოდ მოყვება ბევრი ბიზნესმენის ვიზიტი და ვფიქრობთ, რომ ისრაელის მხრიდან ინვესტიციები საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, ასევე - იერუსალიმის დასავლეთის კედელთან იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.