საქართველოს მთავარ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მთავარი პროკურატურის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა.
ლეილა მუსტაფაევას აზრით, „ახლო მომავალში ნათელი გახდება, შეუძლია თუ არა ენდოს პროკურატურის გამოძიებას. თუ ისინი პოლიციის მსგავსად ჩაატარებენ გამოძიებას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქმე გვაქვს მმართველი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებასთან“.
იგი მიიჩნევს, რომ შს სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი, თანამდებობიდან გათავისუფლების ნაცვლად, „უნდა მოქცეულიყვნენ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში და პასუხი გაეცათ კითხვაზე, მაგალითად, თუ როგორ დაუშვა სასაზღვრო პოლიციამ აფგან მუხთარლის გაყვანა".
„ჩვენ დღემდე არ ვიცით, როგორ იყო აფგან მუხთარლი გატაცებული, ვინ გაიტაცა და რაც მთავარია, ვინ გასცა მისი გატაცების ბრძანება, ვინ აკონტროლებდა გატაცების ოპერაციას“, განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.